16-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის „ბ“ ლიგაში მეოთხედფინალები გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგპლეი ოფის საგზური 8 გუნდმა მოიპოვა. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გუნდი გავიდა.
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში დაგეგმილი 4 მატჩიდან 3 გაიმართა. ერთი შეხვედრა გუნდის გამოუცხადებლობის გამო არ გაიმართა. „ვესტა“ „გორთან“ სათამაშოდ აკადემიის დარბაზში არ მოვიდა და შიდაქართლელებს ტექნიკური გამარჯვება – 20:0 ჩაეთვალათ.
დანარჩენ მეოთხედფინალებში სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა 63:47 დაამარცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და ნახევარფინალში გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა კი იოლად – 54:31 სძლია „ჰიუნდაის“, ხოლო „მართვე 2“-მა „მართვეს“ 62:46 აჯობა.
შესაბამისად, გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ. ხვალ, 26 ივნისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში „მართვე 2“ თსსუ-ს შეხვდება, ხოლო შსს „გორს“ დაუპირისპირდება.