თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება

დღეს საკალათბურთო აკადემიაში თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მტჩი გაიმართა. ორივე შეხვედრა „გ“ ჯგუფისა გახლდთ და რომელთა დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ „ბასტიონი“ ჯგუფში რჩება. „ნიკეასთან“ დამარცხებით ბასტიონელებმა მესამე ადგილზე გასვლის შანსიც დაკარგეს.
შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილზე გასული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის, სადაც 3 მესამეადგილოსანი საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი 1 საგზურისთვის იბრძოლებს. ხოლო ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები საქართველოს პირველობის საგზურებს ხომ მოიპოვებენ და ბრძოლას დედაქალაქის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მეოთხედფინალიდან გააგრელებენ.
ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში 7 მატჩი გაიმართება, რომელთა დასრულების შემდეგაც პლეი ოფის ბადე უფრო სრულყოფილს სახეს მიიღებს.