თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი დასრულდა

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი დასრულდა

თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ტურნირში მონაწილე 15 გუნდიდან, რომლებიც 3 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი, მეოთხედფინალის საგზური პირდაპირი გზით 6-მა მათგანმა მოიპოვა. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გავიდა, ხოლო მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის საკვალიფიკაციო მატჩებში იბრძოლებენ.

„ა“ ჯგუფიდან მეოთხედფინალში „იბერი“ და „აკადემია“ გავიდნენ, ხოლო „ბ“ ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურები „ჰიუნდაი 2“-მა და თსუ-მ მოიპოვეს. მესამე ჯგუფიდან „ჰიუნდაი“ და „აკადემია 2“ გავიდა და ჩამოთვლილმა ექვსმა გუნდმა ადგილები მეოთხედფინალში დაიბევა.
საკვალიფიჯაციო 2 მატჩში, რომელთა გამარჯვებულებიც მეოთხედფინალს შეავსებენ, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „ორბი“ – „მართვე“ და თსსუ – „არმია“. პირველ წყვილში საუკეთესო მე-3 და მე-4-ადგილოსნები შეხვდნენ, ხოლო მეორეში – დარჩენილი მესამეადგილოსნები.
გთავაზობთ ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილსა და პლეი ოფის ბადე-კალენდარს.