თბილისის 18-წლამდელთ ჩემპიონატი დაიწყო

თბილისის 18-წლამდელთ ჩემპიონატი დაიწყო

17 ოქტომბერს დაიწყო თბილისის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის. ტურნირის ორგანიზატორია თბილისის კალათბურთის განვითრების კავშირი, რაშიც ამ ორგანიზაციას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმარება.
ტურნირში მონაწილეობს 14 გუნდი, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. შეჯიბრების მიზანი დედაქალაქის ჩემპიონის გამოვლენასთან ერთად იმ 8 საუკეთესო გუნდის შერჩევაცაა, რომლებიც საქართველოს 18-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატის საგზურებს მიიღებენ.

საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს მეოთხედფინალში გასული გუნდები მოიპოვებენ. გუნდები მეოთხედფინალში შემდეგნაირად მოხვდებიან: ჯგუფების საუკეთესო 2-2 გუნდი, პლუს 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი. პლეი ოფში ვინც ვერ გავა, შესაძლებლობა ეძლევა, დედაქალაქის ჩემპიონატის „ბ“ ლიგაში იასპარეზოს, რომელიც მოგვიანებით, ზამთარში აიღებს სტარტს.
თბილისის ჩემპიონატის საწყის 4 მატჩს ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. მართვემ აკადემია-2 დაამარცხა, თსუ-მ ორბი-2 გაანადგურა, დინამომ მართვე-ნიკეას სძლია, ხოლო ორბის პირველმა გუნდმა მართვე-2-ს 6 ქულით აჯობა.
 
თბილისის U18 ჩემპიონატი. ახალი სპორტის სასახლე. 17 ოქტომბერი
მართვე – აკადემია-2                 87:69 თსუ – ორბი-2                         97:54 ორბი – მართვე-2                     66:60 დინამო – მართვე-ნიკეა             55:49