თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი ხვალ, 31 ოქტომბერს იწყება. მართალია, ჯერ ერთ ჯგუფში თამაშებია გასამართი, თუმც გუნდების ნაწილი მეოთხედფინალში, ნაწილიც კი საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება.
გათამაშების ფორმატის თანახმად, 4 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან აგრძელებს. ეს გუნდები პარალელურად საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს ინაღდებენ. ჯგუფებში III და IV ადგილზე გასული გუნდები (8) კი ბრძოლას ქვეყნის ჩემპიონატის 2 საგზურისთვის განაგრძობენ.
უკვე ცნობილია 7 მეოთხედფინალისტი, შესაბამისად იმ გუნდები სუმეტესობა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის საგზურებისთვის იბრძოლებენ. გაგაცნობთ ხვალ გასამართი თამაშების განრიგს, ასევე ცხრილს, სადაც 3 ჯგუფში თამაშები დასრულებულია, მხოლოდ ერთ ჯგუფშია 2 მატჩი გასამართი, რომლებიც ასევე ხვალ ჩატარდება.
31 ოქტომბერი. საკალათბურთო აკადემია
“ბ” ჯგუფი
ჰიუნდაი – ნიკეა 2 10:30
აკადემია 2 – თსსუ 12:15
მეოთხედფინალი
მართვე – აკადემია 14:00
შსს – კარდინალი 17:30
საკვალიფიკაციო ეტაპი
მართვე 2 – ჰიუნდაი 2 15:45
არმია – ნიკეა 3 19:15