თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. შესაბამისად, მეოთხედფინალისტებიც გამოვლინდნენ. გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი ოფის საგზური პირდაპირი გზით იმ 6-მა გუნდმა მიიღო, რომლებმაც ჯგუფებში 1-2 ადგილები დაიკავეს.
მეოთხედფინალს საკვალიფიკაციო მატჩებში გამარჯვებული 2 გუნდი შეავსებს, რომლებიც შემდეგნაირად შეირჩნენ: ქვეჯგუფების მე-3 ადგილზე გასული გუნდები და ერთიც საუკეთესო მეოთხეადგილოსანი. ამ სისტემის თანახმად, მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ: დინამო – თსუ და აკადემია-2 – თსუ-2.
დღეს გამართული მატჩებიდან ყურადღებას იპყრობდა აკადემიისა და ჰიუნდაის მატჩი, რომელთა გამარჯვებულიც „გ“ ჯგუფში პირველზე გადიოდა. ალეკო ჯაფარიძის და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ნიკო ჩერქეზიშვილის ჰიუნდაის სძლიეს და ჯგუფური ეტაპი საუკეთესო შედეგით დაასრულეს.
მაშ ასე, გთავაზობთ საბოლოო ცხრილსა და პლეი ოფსა და საკვალიფიკაციო მატჩებში დაწყვილებულ გუნდებს.