თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 2 მეოთხედფინალისტი და ორიც ნახევარფინალისტი გამოვლინდნენ. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპის შემდეგ 6 გუნდი მეოთხედფინალში (ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასულები) პირდაპირ გავიდა, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის ერთმანეთს მე-3 ადგილებზე გასული გუნდები და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი ებრძოლებოდნენ.
შესაბამისად, დღეს ახალ სპორტის სასახლეში 2 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, ხოლო საკვალიფიკაციო მატჩებმა პლეი ოფში დარჩენილი 2 წყვილი შეავსო. თავდაპირველად იმ 2 გუნდზე ვთქვათ, რომლებმაც მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს. ესენი არიან აკადემია-2 და დინამო. ორივე მათგანმა ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი თსუ-ს გუნდები დაამარცხა. დინამოელებმა თსუ-ს პირველ გუნდს დაძაბულ ბრძოლაში – 78:72 მოუგეს, ხოლო აკადემია 2-მა თსუ 2-ს იოლად – 86:60 სძლია.
დინამომ და აკადემია 2-მა მეოთხედფინალისა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატის მიზანი დედაქალაქის საუკეთესო გუნდების გამოვლენასთან ერთად იმ 8 გუნდის გარკვევაა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ. შესაბამისად, დინამომ და აკადემია 2-მა ქვეყნის პირველობაზე ასპარეზობის უფლებაც მიიღეს.
რაც შეეხება ნახევარფინალს, დინამო პლეი ოფში ორბს შეუყვილდა, ხოლო აკადემია 2 – ვითას. ეს მატჩები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 25 ოქტომბერს გაიმართება, დღეს კი იქ 2 მეოთხედფინალი ჩატარდა. ჰიუნდაიმ მართვეს 77:32 მოუგო, ხოლო აკადემიამ მართვე 2-ს შანსი არ დაუტოვა – 85:41. შესაბამისად, აჰიუნდაი და აკადემია ნახევარფინალში გავიდნენ.
ხვალ, 2 ნახევარფინალისტიც გამოვლინდება, რის შემდეგაც, ორშაბათს გუნდები დაისვენებენ და 27 ოქტომბერს ფინალში გასასვლელი მატჩები გაიმართება. ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ წარმოდგენილი პლეი ოფის ბადიდან.