თბილისის საერთაშორისო ტურნირი ესტონეთი-უკრაინის მატჩით გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო ტურნირი ესტონეთი-უკრაინის მატჩით გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. პირველ შეხვედრასი ერთმანეთს ესტონეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმათა, ხოლო მეორე ტაიმიდან უკრაინელებმა ინიციატივა ხელთ იპყრეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს – 60:49. უკრაინელებს 18 ქულით კირილ ნატიაჟკომ ულიდერა, ხოლო წაგებულთაგან ყველაზე მეტი – 20 ქულა, ვეტერანმა კრისტიან კანგურმა მოაგროვა. უკრაინა ხვალ ბელარუსს შეხვდება, ხოლო ესტონეთი საქართველოს დაუპირისპირდება.
დღეს, ტურნირის მეორე მატჩში ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩი 19 საათზე დაიწყო.

ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები