თორნიკე შენგელია ესპანურ ლიგაში კიდევ 4 მატჩს გამოტოვებს

თორნიკე შენგელია ესპანურ ლიგაში კიდევ 4 მატჩს გამოტოვებს

ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ (ACB) განაჩენი გამნოიტანა იმ ინციდენტის შესახებ, რომელშიც „ლაბორალ კუჩას“ ქართველი ფორვარდი, თორნიკე შენგელია მონაწილეობდა.
მოგეხსენებათ, რომ “ბასკონიასა” და “ბილბაო ბასკეტის” მატჩის ბოლო წამებზე თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩს შორის ამტყდარი ჩხუბი გუნდი-გუნდზე დაპირისპირებაში გადაიზარდა. სადისციპლინო კომიტეტმა შენგელიას და ტოდოროვიჩს დროებითი დისკვალიფიკაცია მოუხსნა და ქართველ კალათბურთელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, სერბს – 4-მატჩიანი.თორნიკეს 5-დან ერთი მატჩი უკვე გამოტოვებული აქვს. შენგელიას თანაგუნდელი მამადუ დიოპი 3 ათასი დოლარით დაჯარიმდა. კალათბურთელებს საშუალება აქვთ 10 დღის ვადაში გაასაჩივრონ ლიგის დისციპლინართა გადაწყვეტილება.