თორნიკე შენგელიას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. ბელგიური „შარლერუას“ ქართველმა ფორვარდმა შიდაჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში თავის გუნდს „სტელა არტუას“ დამარცხებაში დაეხმარა. შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა, „შარლერუამ“ კი მეტოქე საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში – 93:87 დაამარცხა.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა დ ამოედანზე გატარებულ 28 წუთში 18 ქულა, 11 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ქართველი ფორვარდი სავარაუდოდ მეტსაც მოინაგრებდა, რომ არა 5 პერსონალური შენიშვნა. შენგელიას მათცში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა და ეს არცაა გასაკვირი – მას ხომ ყველაზე მეტი მოხსნა, ჩაჭრა და ქულა (თანაგუნდელ დემონ მალესთან ერთას) ჰქონდა.
შარლერუელებისთვის ეს იყო 23-ე გამარჯვება და ისინი ბელგიის ჩემპიონატში ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებენ, რეგულარულ სეზონში კი ერთადერთი მატჩიღა დარჩათ ჩასატარებელი. 12 მაისს შენგელიას გუნდი მესამედგილოსან ”ოოსტენდეს” უმასპინძლებს.