საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ფორვარდი მოედანს დუბრუნდა. თორნიკე შენგელიას ფეხისს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც თვეზე მეტი გაუცდა. შენგელია ბასკონიელებს ევროლიგის მატჩში მილანის „ემპორიო არმანისთან“ დაეხმარა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.
ბასკონიელებმა საბოლოოდ 87:74 იმარჯვეს. შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 17:43 წუთი გაატარა. ქართველმ ფორვარდმა 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა. ბასკური კლუბის მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ფრანგი კიმ ტილი (19), უნგრელი ადამ ჰანგა (18) და ამერიკელები ჩეიზ ბადინგერი (13) და შეინ ლარკინიც (13) ასცდნენ, ამ უკანასკნელმა კი აქტივს 11 პასიც წაამატა.
13 მოგებითა და 11 მარცხით „ბასკონია“ მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 9 მარტს, სტამბოლში „ფენერბაჰჩსთან“ გამართავს.