თორნიკე შენგელია მოედანს პლეი ოფში დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს პლეი ოფში დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. სამთვენახევრიანი პაუზის შემდეგ „ლაბორალ კუჩას“ ქართველი ფორვარდი ისევ თამაშშია, რაც კარგად წარმართული სარეაბილიტაციო პერიოდის ნაყოფია. შენგელიამ თებერვალში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა  და მოედანზე დაბრუნება ამავე სეზონში მოასწრო.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რომ შენგელიას დიდ ხანს ათამაშებდნენ, ამის ილუზია არავის ჰქონია. „გრან კანარიასთან“ მეოთხედფინალური, საპლეიოფო სერიის პირველ მატჩში თორნიკე განაცხადში  იყო და მოედანზე მცირე ხნით გამოჩნდა.
შენგელიამ 3:28 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. „ლაბორაკ კუჩამ“ შეხვედრა 81:76 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი 29 მაისს კანარის კუნძულებზე გაიმართება.