თორნიკე შენგელია ვარჯიშს შეუდგა (VIDEO)

თორნიკე შენგელია ვარჯიშს შეუდგა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ლაბორალ კუჩას“ ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლადა მალე მოედანზეც ვიხილავთ. ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევენ შენგელიას, იქიდანაც ჩანს, რომ ამ ფაქტს კლუბი საკუთარ ვეგ-გვერდზე გამოეხმაურა და ფოტოებთან ერთად შენგელიას ვარჯიშის ამსახველი ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.
 
შენგელიამ ტრავმა 24 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მიიღო, როცა საქართველო უნგრეთს ხვდებოდა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე შენგელიამ ორქულიანი ჩააგდო, რომლის დროსაც მოედანზე უხერხულად გაეშვა და ფეხი ამოიბრუნა. მას შემგედ შენგელია ტრავმირებულ ფეხს მკურნალობს.
შენგელიამ კომენტარი გააკეთა: “თავს გაცილებით უკვე ვგრძნობ. უფლება რომ მქონდეს, მოედანზე ახლავე გავიდოდი. დიდი მადლობა, გუნდის ფიზიოთერაპევტებს – ასიერ უგარტეს და დავიდ ურბანოს, რომელთაც მართლაც ფანტასტიური სამუშაო გასწიეს. ვგრძნობ, რომ ყოველდღიურად უკეთეს ფორმაში შევდივარ. იმედი მაქვს, ჩინებული სეზონი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შემადგენლობა 80%-ით შეიცვალა, ვფიქრობ, წარმატებას უნდა მივაღწიოთ”.
ესპანეთის ჩემპიონატი 5 ოქტომბერს იწყება. პირველ ტურში „ლაბორალი“ „ბარსელონას“ სტუმრობს, ხოლო 12-ში „უნიკახას“ უმასპინძლებს.