თორნიკე შენგელიამ “პეპინსტერში” კარგი დებიუტი მოიწყო

თორნიკე შენგელიამ “პეპინსტერში” კარგი დებიუტი მოიწყო

თორნიკე შენგელიას ოფიციალური დებიუტი შედგა ბელგიურ „პეპინსტერში“. ქალაქ ვერვიერსის გუნდმა ბელგიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და ფავორიტი „ანტვერპენ ჯაიანთსი“ 98:84 დაამარცხა.
 
მანამდე ანტვერპენელებს 2 მატჩი მოგებული ჰქონდათ და „პეპინსტერთან“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იგემეს. შენგელიას გუნდისთვის კი ჩემპიონატი ახლა დაიწყო. „პეპინსტერი“ პირველ ტურში ისვენებდა (უმაღლეს ლიგაში გუნდების კენტი რაოდენობაა – 9 ), ხოლო მეორე ტურის მატჩი „შარლერუასთან“ იმის გამო გადაედო, რომ ეს უკანასკნელი ევროსათასო მატჩს თამაშობდა.
 
შენგელიამ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ვერვიერსელთა ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 18 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 4–დან 3 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას საბოლოოდ 7 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუგროვდა.
 
მომდევნო მატჩს „პეპინსტერი“ 23 ოქტომბერს სტუმრად, თითო მოგებ–წაგების მქონე „მონსთან“ ჩაატარებს.
 

თორნიკე შენგელია ბურთის მოსახსნელ პოზიციას ირჩევს