თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი თამაში ესპანეთის პრიმერადივიზიონში. ქართველი ფორვარდის „ლაბორალი“ სტუმრად „გრან კანარიას“ შეხვდა და 16 ქულის სხვაობით – 77:93 წააგო.
შენგელია ვიტორიულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო,1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიამ 4 ჯარიმა მიიღო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მეტოქეებმა კი მასზე 3-ჯერ დაარღვიეს წესები.
შენგელია არ ყოფილა ერთადერთი ქართველი აღნიშნული მატჩის განაცხადში. „გრან კანარიას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა 17 წლის ვილი ისიანი, რომელიც 2 წელია კუნძულელთა ახალგაზრდულ გუნდშია და ამჯერად ის ძირითადი გუნდის შემარგენლობაში შეიყვნეს. ისიანმა ხელისგულზე იხილა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო ლიგა, მატჩის მონაწილე იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. თუმცა ეს დროც შორს აღარ უნდა იყოს.
რაც შეეხებათ ვიტორიელებს, „ლაბორალს“ მიმდინარე სეზონში უკვე მე-4 მარცხი დაუგროვდა 2 მოგების წილ. ამ შედეგით შენგელიას გუნდი პრიმერადივიზიონის მე-12 საფეხურზეა. მომდევნო მატჩს ვიტორიელები შინ, 15 ნოემბერს, „გიპუზკოა ბასკეტთან“ გამართავენ.