თორნიკე შენგელიას 9 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება “ბეტისთან”

თორნიკე შენგელიას 9 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება “ბეტისთან”

თორნიკეშენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ვიტორიელებმა „ბეტისს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 79:75 დაამარცხეს.
ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:14 წუთში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა და 9 ქულას 8 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
  შენგელიამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.
18 მოგებითა და 7 მარცხით „ბასკონია ცხრილში მე-2 ადგილზეა, თუმცა ტურის დანარჩენი მატჩები ჯერ არ დასრულებულა და ეს მოცემულობა შესაძლოა, შეიცვალოს.  9 აპრილს, ტურის ცენტრალურ მატჩში, “ბასკონია” “რეალს” მადრიდში ესტუმრება.