თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ნბა-ში

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ნბა-ში

თორნიკე შენგელიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა, რომელიც განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადში არ ყოფილა, დღეს, გამთენიისას „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ 25,25 წუთი ითამაშა და ორმაგი  დუბლით ბრუკლინელებს მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა. დაძაბული ბრძოლა საბოლოოდ ბრუკლინელების გამარჯვებით – 106:101 დასრულდა.
 

შენგელიას დაფარებას ვაშინგტონელი ტრევორ ბუკერი ცდილობს
 
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე ბრუკლინელებს დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი გარანტირებული ჰქონდათ და მწვრთნელებმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენეს, ახალბედებს კი თავის გამოჩენის შანსი მიეცათ, რაც მშვენივრად გამოიყენა თოკო შენგელიამ. ქართველმა ფორვარდმა ბრუკლინელთა სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი ითამაშა. შენგელიამ 13-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში თორნიკემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.
 
ბრუკლინელთაგან ორმაგი დუბლი კიდევ ერთ კალათბურთელს ჰქონდა. 20 ქულით და 12 მოხსნით ანდრეი ბლეთჩი საუკეთესო იყო, კრის ჰამფრიმ კი 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. მირზა ტელეტოვჩმა 24 წუთში 14 ქულა დააგროვა, ისევე როგორც კიდევ ერთმა ახალბედა ტაიშონ ტეილორმა.
 
„ბრუკლინ ნეთსს“ 48 მოგება და 33 წაგება აქვს და როგორც ვთქვით, მე-4 ადგილზეა. ბრუკლინელები ელიდებიან საპლეიოფო მეტოქეს, რომელიც 2 დღეში გაირკვევა. დიდი შანსია, შენგელიას გუნდს ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსი“ შეხვდეს, რომელსაც მე-5 ადგილის დაკავებაში „ჩიკაგო“ ეცილება.
 
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს „ბრუკლინი“ 17 აპრილს „დეტროიტთან“ გამართავს და დიდი შანსია, შენგელიამ კვლავ ხანგრძლივი დროით ითამაშოს.
 
VIDEOრგოლი: http://www.youtube.com/watch?v=KJvSoLbidVk