თორნიკე შენგელიას “შარლერუა” ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას “შარლერუა” ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელია ბელგიის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ქართველი ფორვარდის გუნდმა „შარლერუამ“ მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი შინ „ლუვენს“ 89:68 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მხოლოდ 16 წუთს ითამაშა. ამის მიზეზი პერსონალურების ლიმიტი იყო. ქართველმა ლეგიონერმა 5 ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულაინი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.4 ქულასთან ერთად შენგელიამ 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა.
ნახევარფინალურ სერიაში შარლერუელები „ანტვერპენს“ ხვდებიან, თუმცა ამჯერად მოედნის უპირატესობას არ ფლობენ. სერია 22 მაისს დაიწყება და სამ გამარჯვებამდე გაგრძელდება.