თსსუ-მ დინამო ოვერტაიმში დაამარცხა

თსსუ-მ დინამო ოვერტაიმში დაამარცხა

 სუპერლიგის მეოთხე ტურის დასკვნითი შეხვედრა ,,დინამოსა”
და თსსუ-ს შორის,  რომელიც დღეს თბილისის სპორტის
სასახლეში გაიმართა, ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა.

მატჩი დაძაბულ ოვერტაიმში
გადავიდა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ ბოლო წუთებზე გაირკვა.თავდაპირველად
შეხვედრა ,,მედიკოსთა” უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში დინამოელებმა
შეძლეს მობილიზება და შეხვედრის პირველი ნახევარი  – 44:42 მოიგეს. მესამე პერიოდში
წინ კვლავ დინამოელები გავიდნენ,  მეოთხე პერიოდის
შუაწელში  კი  სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს -78:68. ამავე პერიოდში
ძალიან გააქტიურდა თსსუ, რომელმაც თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და  შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შეხვედრის  ძირითადი დრო ფრედ 89:89 დასრულდა, ხოლო ,,ოვერტაიმი”
კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, სადაც მატჩის ბედი მხოლოდ დამატებითი პერიოდის ბოლო
წუთებზე გადაწყდა.

თსსუ-ს რიგებში
საუკეთესო იყო ბექა  ჩიკვილაძე, რომელმაც  28 ქულა მიითვალა, ხოლო ,,დინამოს” შემადგენლობაში
ამერიკელი ლეგიონერი, ქიენ კარტერი გამოირჩა, რომელსაც  თავის ახალ გუნდში დღეს დებიუტი ჰქონდა. კარტერის
ანგარიშზე 31 ქულა და 18 მოხსნაა,  რითაც მან
ორმაგი დუბლი  შეასრულა.