თსუ–მ აგრარულ უნივერსიტეტს ლიდერობა დააკარგვინა

თსუ–მ აგრარულ უნივერსიტეტს ლიდერობა დააკარგვინა

რუსთავული „ენერჯი–ინვესტი“ სუპერლიგის ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა. ეს
მას შემდეგ გაცხადდა, რაც ტურის ცენტრალურ მატჩში აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა
თსუ–სთან წააგო.

არადა, მიხეილ კობეშავიძის გუნდი მიმდინარე სუპერლიგაში დაუმარცხებელი
იყო და რუსთაველებთან ერთად ჩემპიონატს ლიდერობდა კიდეც. „ენერჯი–ინვესტმა“
პარასკევს შინ „ავიამშენი“ დაამარხცა და გალიდერდა, თუმც მისი წამოწევა აგრარელებს
შეეძლოთ… ნუგზარ ჭეიშვილის თსუ გამოდგა ის გუნდი, რომელმაც სსაუ–ს უდანაკარგო
სვლა აღკვეთა.

თამაშის მნახველებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდათ, რომ დაუმარცხებელი
გუნდი თსუ იყო და არა სსაუ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ისე ჩაატარა ეს
მატჩი, რომ შეცდომები ფაქტობრივად არ დაუშვია. ჭეიშვილის გუნდის წევრები ძალიან
მობილიზებულნი შეხვდნენ ამ მატჩს და თავიდანვე რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა,
მეტოქისთვის წარმატების იოტისოდენა შანსიც არ მიუციათ.

პირველივე მეოთხედის შემდეგ ცხადი იყო, რომ აგრარული უნივერსიტეტის
მოთამაშეები იშტაზე არ იყვნენ. ისინი ძალიან ბევრს აცილებდნენ და დაცვაშიც ვერ
ყოჩაღობდნენ. ეს თსუ–ს წისქვილზე ასხავდა წყალს და უკვე პირველი მეოთხედიშ შემდეგ
გაირკვა, თუ ვინ იმარჯვებდა ამ მატჩში. ჭეიშვილის გუნდმა 30:16 მოიგო პირველი
პერიოდი და მალე თსუ–ს უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა. დავით ბარბაქაძისა და
შიო ხეცურიანის ტანდემი შეუჩერებელი იყო აგრარელებისთვის და საბოლოო შედეგმაც
ლოგიკურად ასახა ძალთა ის თანაფარდობა, რაც მატჩის მსვლელობისას მოედანზე იყო.

პრინციპული მატჩი გაიმართა „დინამოსა“ და „სამედიცინო–აკადემიას“
შორის. ეს გუნდები ცხრილის ქვედა ნაწილის ბინადარნი არიან და ერთმანეთთან ბევრი
რამ აქვთ დასამტკიცებელი. შეხვედრა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა პირველ ტაიმში,
აი, მეორეში კი დინამოელთა უპირატესობა აშკარა გახდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი,
რომ მედიკოსების ერთ–ერთმა ლიდერმა მერაბ ბოქოლიშვილმა ტრავმა მიიღო და შეხვედრაში
მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.

„დინამომ“ მეორე ტაიმი 40:18 მოიგო, რითაც თამაშის ბედი სათავისოდ
გადაწყვიტა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ძალიან არათანაბარი შეხვედრა გაიმართა „ჭიათურასა“ და „ბათუმს“ შორის.
ზღვისპირელმა დავით იმნაძემ პირველ მეოთხედში 25 (!) ქულა ჩაუგდო იმერლებს, თუმცა
საბოლოოდ 44–ზე მეტის მოგროვება ვეღარ მოახერხა. თუმცა ეს შედეგიცსაუკეთესოა
მიმდინარე სუპერლიგაში. ბათუმელებმა მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარეს
მოპოვებულ ქულებში – 129 ქულა აქამდე ვერავის მოეგროვებინა. „ჭიათურამ“ ვერანაირი
წინააღმდეგონა ვერ გაუწია აჭარლებს და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდა.

დაბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისროსა და „სოხუმის“ მატჩზეც ვთქვათ. ალბათ
არავის ეპარებიდა ეჭვი, რომ კახა შენგელიას გუნდი იმარჯვებდა და ასეც მოხდა.
სოხუმელებს აკლდათ ლიდერი ბექა ჩიკვილაძე, რომელიც ესპანეთში წავიდა სათამაშობ,
თუმცა მათ საქებრად უნდა ითქვას, რომ მესამე მეოთხედამდე მედგრად იცავდნენ თავს
სოხუმელები. თუმცა საბოლოოდ ძალამ თავისი გაიტანა და შსს–მ მორიგი გამარჯვება
მოიპოვა.