თსუ–მ სამედიცინოს შანსი არ დაუტოვა

თსუ–მ სამედიცინოს შანსი არ დაუტოვა

სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტების გუნდების მატჩს გულშემატკივარი ინტერესით ელოდა, რადგან ორივე კლუბმა შევსება მიიღო და ამბიციებიც მოემატათ. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს ნუგზარ კანდელაკის სახით. მედიკოსებმა ორი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეც შეიმატეს – ნოდარ თენიეშვილი ბათუმიდან და აკაკი დვალიშვილი რუსთავის „ენერჯი–ინვესტიდან“. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, თსუ–მ „არმიიდან“ შემატებული მიხეილ ბერიშვილის სახით მართლაც სერიოზული ძალა მიიღო.მატჩის პირველი ტაიმი დაძაბული და საინტერესო იყო. სამედიცინო უნივერისტეტელები კი აგებდნენ, მაგრამ მეტოქეს ძალიან შორს არ უშვებდნენ და ის 6–8 ქულიანი უპირატესობა, რომელიც თსუ–ს გააჩნდა, მეორე მეოთხედის მიწურულს გააბათილეს. თუმცა ნუგზარ ჭეიშვილის დამოძღვრილმა თსუ–ელებმა მაინც მოახერხეს დიდ შესვენებაზე ლიდერის რანგში გასვლა – 40:36.

შეტევაზეა მიხეილ ბერიშვილი

მეორე ტაიმის შემდეგ ვითარება შეიცვალა. თსუ–მ თამაშის სადავეები ხელთ იპყრო, რაც წინა და უკანა ხაზის შეწყობილი თამაშის შედეგი გახლდათ. რიჩარდ მათიაშვილისა და ილია ლონდარიძის ტანდემი კარგად მოქმედებდა, უკანა ხაზიდან კი მათ პასებით გიორგი გაფრინდაშვილი ამარაგებდა, რომელიც თსუ–ს დანარჩენ უკანახაზელებთან ერთად სწრაფ, შედეგიან გარღვევებსაც ახორციელებდა და მესამე მეოთხედის ბოლოს ჭეიშვილის გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 66:50.ბოლო ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა. მედიკოსთა დიდი მცდელობის მიუხედავად თსუ იოლად მივიდა გამარჯვებამდე და A ჯგუფში შსს–სთან ერთად დაწინაურდა. B ჯგუფის მატჩები დღეს 16 და 18 საათზე გაიმართება.

თსუ 85:67 თსსუ16:12 24:24 26:14 19:17თსუ: ხიზანიშვილი (1), გაფრინდაშვილი (7ქ, 8მ, 6პ), მარხვაშვილი (5), კოხრეიძე, ლონდარიძე (18), კორკოტაძე (14), ჩიტაშვილი (10), მათიაშვილი (16), დეკანოიძე, მ. ბერიშვილი (12), მაისურაძე, ჩქარეული (2)თსსუ: გულისაბედაშვილი (8), ჩაჩიბაია (2), ი. ლეჟავა, თავართქილაძე (2ქ, 5პ), ბექაური (7), ნინიაშვილი (6), კეიდია (2), როდუმტა (4), ჭოჭუა (19), ფაიქრიძე, დვალიშვილი (13ქ, 9მ), თენიეშვილი (4)მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილიკომისარი: როლანდ ხომერიკიA ჯგუფიშსს                       1 1 0 93:62 2თსუ                     1 1 0 85:67 2სამედიცინო       1 0 1 67:85 1სსაუ                    1 0 1 62:93 1