თსუ–ს ქალთა გუნდი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს თასის ახლახან მომგებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა გუნდმა ჩემპიონობასაც გამოჰკრა ხელი. ელდარ კაპანაძის დამოძღვრილმა სტუდენტებმა თბილისში გამართული ტურის ყველა მატჩი მოიგეს და საქართველოს საუკეთესო გუნდის წოდებაც ოფიციალურად გაიფორმეს.
სიმართლე ითქვას, თსუ–ს ჩემპიონობა თბილისური ტურის დაწყებამდეც ჰქონდა გარანტირებული, რაკი სამივე მეტოქესთან რომც დამარცხებულიყო, ცხრილში პირველობას ვერავინ წაართმევდა. კაპანაძის გუნდმა ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა.
ტურნირი ჩატარდა 5 ტურად. ანუ ჩემპიონატის მონაწილე გუნდები მორიგეობით ჯერ ერთ ქალაქში იკრიბებოდნენ, მერე მეორეში. გორში ტური არ გამართულა, რაკი გასული წლის აგვისტოს დაბომბვების შედეგად საკალათბურთო დარბაზის იყო დაზიანებული. შესაბამისად მატჩების უმეტესობას თბილისის საკალათბურთო აკადემიისა და აგრარული უნივერსიტეტის დარბაზებმა უმასპინძლა.
აი, ჩემპიონი თსუ–ს შემადგენლობა:
რუსუდან სიდამონიძე, ნათია აბულაძე, ხათუნა საჯაია, სალომე სირბილაძე, ანა იორაშვილი, ნათია ფუტკარაძე, თეონა კიკაბიძე, ნინო ჟღენტი, ლალი ურუშაძე, ლია რამიშვილი, დარეჯან ჭიქორიძე, თამუნა კაკულია
მწვრთნელი: ელდარ კაპანაძე
 
 
საბოლოო ცხრილი
თსუ
15
15
0
30ქუთაისი
15
8
7
23ზესტაფონი
15
6
9
21გორი
15
1
14
18