ქართული დერბი თურქეთში. სუპერლიგის მე-4 ტურში ერთმანეთს მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ და ვიქტორ სანიკიძის „თედ კოლეჯი“ შეხვდნენ. შეხვედრა მარკოიშვილის გუნდის გამარჯვებით – 82:69 დასრულდა.
ორივე ქართველი გამორჩეული იყო საკუთარ გუნდში. მარკოიშვილმა 24:39 წუთს ითამაშა და 15 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
პერიმეტრიდან ზუსტად ესროდა სანიკიძეც, რომელმაც 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, თუმცა, საშუალო დისტანციიდან მიზანი აერია. ვიკამ 9-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმოც ჩააგდო და საბოლოოდ, 12 ქულას 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება წაამატა.
“დარუშაფაკას” 2 მოგებით და ამდენივე წაგებით 16-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილი უკავია, “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” კი ოთხ ტურში ერთადერთი გამარჯვებით, ჯერჯერობით, მეშვიდეა.
მე-5 ტური 7 და 8 ნოემბერს შედგება. მარკოიშვილის გუნდი „იესილგირესუნს“ უმასპინძლებს“, ხოლო სანიკიძის „თედ კოლეჯი“ ანკარში „ქონიას“ მიიღებს