ტყუპები შსს–ს დაშორდნენ

ტყუპები შსს–ს დაშორდნენ

შსს–ს გუნდმა,
რომელმაც პირველი წრის დასრულების შემდეგ 2 მოთამაშე (ჟოლივეტ ტუჯანი, ბექა
წივწივაძე) და მთავარი მწვრთნელი (დავით უსტიაშვილი) შეიმატა, 2 მოთამაშეს
დაემშვიდობა. „ძალოვნებმა“ ურთიერთობა ძმებ, დავით და ირაკლი ბერიშვილებთან
გაწყვიტეს.

ბერიშვილები უკანახაზელები არიან, შსს–ს კი
უკვე იმდენი მოთამაშე ჰყავდა ამ პოზიციაზე, რომ ბერიშვილებთან დამშვიდობება
მოუწია. ორივე ძმა ამჟამად უგუნდოდაა, თუმც, სავარაუდოდ, რომელიმე სუპერლიგის
კლუბში გადავლენ, რადგან, აქტიური სპორტისთვის თავის დანებებას არ აპირებენ.