ტრავმის გამო მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატში ვერ ითამაშა

ტრავმის გამო მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატში ვერ ითამაშა

სტამბოლის „გალათასარაის“ უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატის მატჩი გამოტოვა. ქართველ კალათბურთელს ცხვირი აქვს გატეხილი და „ერდემირთან“ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
 
სტამბოლელებმა გამარჯვების მოპოვება იოლად შეძლეს. „გალათადსარაიმ“ მეტოქე 23 ქულის სხვაობით – 84:61 დამარცხა. გამარჯვებულებს ამერიკელმა იამონტ გორგონმა ულიდერა, რომელიც 21 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.
 
 „გალათასარაის“ 17 მოგება და 3 მარცხი აქვს და კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 9 მარტს, მარკოიშვილის გუნდი სტუმრად ანკარის „თედ კოლეჯს“ შეხვდება.