ტრენტოს საერთაშორისო ტურნირზე ეროვნული ნაკრები 15 კალათბურთელით ჩავა

ტრენტოს საერთაშორისო ტურნირზე ეროვნული ნაკრები  15 კალათბურთელით ჩავა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ იტალიისკენ აიღებს გეზს, სადაც ქალაქ ტრენტოში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ნაკრები იტალიაში 15 კალათბურთელით ჩავა, ხოლო 4 კანდიდატი, რომლებმაც სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში შეკრება გაიარა, თბილისში დაბრუნდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით ნაკრებს შემდეგი კალათბურთელები გამოაკლდებიან: რევაზ როგავა, მერაბ ბოქოლიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი და ბექა ჩიკვილაძე.

შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები იტალიაში ჩავა:

 
საერთაშორისო ტურნირი. ტრენტო. იტალია. 7-9 აგვისტო (მითითებულია თბილისის დრო)
7 აგვისტო, 22:30        იტალია – საქართველო
8 აგვისტო, 20:00        საქართველო – პოლონეთი
9 აგვისტო, 20:00        ისრაელი – საქართველო