ტრევიზოს კემპი. I დღეDraftexpress.Com
ტრევიზოში დაიწყო კემპი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების სამი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინი იღებენ.
პირველ დღეს გამოქვეყნდა შერმადინის დახასიათება, რომელიც სკაუტინგის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორმა, ლუის ფერნანდესმა და ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯონათან ჯივონიმ გააკეთეს.
“აღნიშნული კემპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშე, რომელიც სამწამიანში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და ერთხელაც ამტკიცებს, რომ იგი არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის სტატისტიკური ლიდერია. ქართველს კარგი მოძრაობები და ათლეტურობა აქვს, საკმაოდ აგრესიულია და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ ბევრი უნდა მოუმატოს, მას კალათბურთში ბევრი ესმის. მარჯვენა ხელით იგი ბურთს საკმაოდ კარგად ატარებს და ისვრის, ლიფსოების შესრულებისას კი დამაჯერებლად გამოიყურება. მოედანზე სწრაფი გადაადგილების ხარჯზე შერმადინი ოპონენტებს არაფერს უთმობს. შეიძლება, იგი არ იყოს ყველაზე ნიჯიერი მოთამაშე, მაგრამ მას ნამდვილად აქვს პოტენციალი”, – წერს საკალათბურთო საიტი.
ტრევიზოს კემპი. I დღეDraft.Net
მანუჩარ მარკოიშვილმა მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში, რომელიც საბოლოოდ, მისი და ვიაჩესლავ კრავცოვის კარგი თამაშით, მისმა “სამეფო” გუნდმა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მარკოიშვილმა საკმაოდ კარგად ითამაშა და სპეციალისტების მოწონებაც დაიმსახურა.
ტრევიზოს კემპი. II დღეDraftexpress.Com
გიორგი შერმადინს მეორე დღეს დრაფტის ორი გამორჩეული მაღლის, ორი თურქის – ომერ აშიქისა და სემიჰ ერდენის წინააღმდეგ სპარინგი მოუწია.
სპარინგი ძირითადად 2/2-ზე და 3/3-ზე თამაშით შემოიფარგლა და მთელი ყურადღება ორ თუქრზე იყო გადატანილი. დრაფტის მესამე დღეს მთავარი მოვლენა ფრანგი ნიკოლა ბატუმის გამოჩენა უნდა იყოს.
ტრევიზოს კემპი. II დღეDraft.Net
კემპის მეორე დღეს უძღვებოდა წარსულში ლეგენდარული მოთამაშე, “მილუოკი ბაქსის” ლიდერი ჯეკ სიკმა. მას “ტორონტოს” სამწვრთნელო შტაბის წევრი ჯეი ტრაიანო ეხმარებოდა.
სქართველოს ნაკრების წევრს, ცენტრ გიორგი შერმადინს მეორე დღეს დრაფტის ორი გამორჩეული მაღლის, ორი თურქის – ომერ აშიქისა და სემიჰ ერდენის წინააღმდეგ სპარინგი მოუწია.
შერმადინმა მომენტებში კარგად ითამაშა, თუმცა გაცილებით ძლიერი თურქების წინააღმდეგ ეპიზოდებში უპირატესობას თმობდა.
ტრევიზოს კემპი. III დღეDraft.Net
გიორგი შერმადინმა მიიღო მონაწილეობა “ლურჯებისა” და “წითლების” შეხვედრაში, რომელიც დასრულდა ანგარიშით 67:65 “წითლების” სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრების წევრმა თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა კემპზე და პირველივე წუთებში სამი მაგარი ჩატენვით სწრაფად დააგროვა 6 ქულა. საბოლოოდ, მან თამაშიდან 6-ში 4 სროლა გამოიყენა და 10 ქულით ჩაამთავრა შეხვედრა.
ასევე გამოქვეყნდა დრაფტის წლევანდელი სავარაუდო გამსვლელების სია, რომელშიც 1986 წელს დაბადებულთა შორის ფიგურირებენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი.