კაფე “მსოფლიო სპორტში” შედგა დამდეგი სუპერლიგის პირველი პრესკონფერენცია. ტრადიციისამებრ, მასზე ჟურნალისტებს ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები შეხვდნენ. მთავარი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თსუ და რუსთავის “აზოტი” შეხვდებიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაიწყება.“აზოტის” მხრიდან პრესკონფერენიას გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და დუდუ დადიანის მეხუთე მემორიალის საუკეთესო მოთამაშე კოტე ტუღუში დაესწრნენ, ხოლო თსუ კი თავკაცმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ლუკა შანიძემ წარმოადგინეს.პრესკონფერენციას ასევე სუპერლიგის მენეჯერი ნიკა ხომასურიძე დაესწრო, რომლის თხოვნით მასმედიას ჩვენი შოუბიზნესის ორი წარმომადგენელი, მომღერლები მამუკა ონაშვილი და ანრი ჯოხაძე დაესწრნენ. კენჭისყრის შედეგად ონაშვილი “აზოტის” ფანებში ჩაეწერა, ხოლო ჯოხაძე კი თსუ-ს ფანი გახდა.14-ში კი სუპერლიგის პირველი ტური შედგება.