წინასასეზონო სამუშაო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან

წინასასეზონო სამუშაო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან

სპორტის სამინისტროში დღეს სუპერლიგის ხელმძღვანელობა ახალ სეზონში მონაწილე გუნდებს შეხვდა.
 2013-14 წლების სეზონში თამაშის სურვილი ჯერჯერობით 9 გუნდმა გამოთქვა, რომელთა ხელმძღვანელებიც სუპერლიგის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ზაბახიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც კლუბებისთვის აქტუალურია. 2-საათიანი თათბირის შემდეგ შეხვედრა დასრულდა. წინასწარი გადაწყვეტილებით, დაგეგმილია 3 შეხვედრა, რომელთაგან მომდევნო 2 სექტემბერს გაიმართება. შემდეგ შეხვედრაზე უფრო დეტალურად განიხილავენ დღევანდელ შეხვედრაზე დასმულ საკითხებს.
გუნდები, რომლებიც მომავალ სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობას აპირებენ და რომელთა წარმომადგენლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ -დინამო, არმია, შსს-აკადემია, ოლიმპი, სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და მაკაბი.