გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ ქართველი კალათბურთელის წინამძღოლობით გაიმარჯვა. კიეველებმა „დონეცკს“ უმასპინძლეს და საკმაოდ იოლად – 80:61 დაამარცხეს. წინა ტურში „ბუდიველნიკმა“ შინ „აზოტთნ“ წააგო და მაშინ ცინცაძემ მოედანი უქულოდ დატოვა, წუხელ გამართულ შეხვედრაში კი ქართველი კალათბურთელი საუკეთესო იყო. მართალია, ის ბომბარდირი არ გამხდარა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების შემაჯამებელი მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ ცინცაძემ მიმდინარე სეზონში სარეკორდოდ ბევრი ითამაშა. 7 პასიც მისთვის აუკეთესო შედეგია „ბუდიველნიკში“.
ცინცაძის გუნდს 11 მატჩიდან 7 გამარჯვება აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება, სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ “ხიმიკს” და “აზოვმაშს” კი 8-8 გამარჯვება აქვთ. 2 ნოემბერს “ბუდიველნიკი” მორიგ მატჩს 2 ნოემბერს, კიევში, ერთ–ერთ ლიდერ “აზოვმაშთან“ გამართავს.