ცინცაძე “გრავლინიდან” ფრანგულსავე “რუანში” გადავიდა

ცინცაძე “გრავლინიდან” ფრანგულსავე “რუანში” გადავიდა

გიორგი ცინცაძე კარიერას ფრანგულ „რუანში“ გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის გამთამაშებელი საფრანგეთში თამაშობდა, თუმცა ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, „გრავლინის“ რიგები ახლახან დატოვა და ცხრილის ქვედა ნაწილში მდებარე „რუანში“ გადავიდა.
ცინცაძის „გრავლინიდან“ წამოსვლის ამბავი 1 თვის წინაც გავრცელდა, თუმცა მას შემდეგ ქართველმა კიდევ ითამაშა ამ კლუბში. ახლა კი გიორგი რეალურად დაშორდა გრავლინელებს და კარიერას „რუანში“ გააგრძელებს.
ცინცაძემ მიმდინარე სეზონი „გრავლინში“ დაიწყო და ამ კლუბში 14 მატჩი გამართა, რომლებშიც საშუალოდ 3.9 ქულას, 1.6 პასს და 1.1 მოხსნას აგროვებდა. მას კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია, „რუანში“ კი, რომელიც 4 მოგებით ბოლოსწინა ადგილზეა, სავარაუდოდ მოედანზე საკმაო დროს
გაატარებს.