გიორგი ცინცაძის ბრწყინვალე თამაში ევროთასზე. ქართველმა გამთამაშებელმა კიევის „ბუდიველნიკს“ „პრიენაისთან“ მატჩში ულიდერა და ევროტურნირზე პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. უკრაინის დედაქალაქში გამართული შეხვედრა კიევურმა გუნდმა დიდი სხვაობით – 84:57 მოიგო.
ცინცაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო დ ამოედანზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 7–დან 6 ორქულიანი და 4–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 16 ქულასთან ერთად ცინცაძეს 4 მოხსნა, 4 ჩჭრა და 3 პასი დაუგროვდა, მისმა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტრმა კი მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 26 შეადგინა.
„ბუდიველნიკმა“ 2 განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველში მეტოქეს კონკურენციას ძლივს უწევდა და დიდი შესვენების შემდეგ ანგარიში საყაიმო (32:32) იყო. მეორეში კი ქართველი უკანახაზელის შედეგიანი თამაშის წყალობით კიეველებმა მეტოქე გატეხეს და საბოლოოდ ლიტვური გუნდი გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხეს.
A ჯგუფში ითამაშა საქართველოს ნაკრების მეორე გამთამაშებლის – ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმაც“. ნატურალიზებული ქართველის გუნდმა „ნიმბრუკს“ უმასპინძლა და 69:86 დამარცხდა. პულენმა 30,36 წუთი ითამაშა და თავი 14 ქულას, 3 მოხსნას, 3 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა.
ცინცაძის გუნდი თითო მოგებ–წაგებით A ჯგუფში მეორე ადგილზეა, „ჰაპოელი“ კი 2 მარცხით ბოლოზეა განთავსებული. მესამე ტურში, 21 ნოემბერს, პულენისა და ცინცაძის გუნდები ერთმანეთს იერუსალიმში შეხვდებიან.
H ჯგუფში მორიგი შეხვედრა გამართა ბექა ბურჯანაძის „კახასოლმა“, რომელმაც სევილიაში ბელგრადულ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და დამატებით დროში – 93:95 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. „კახასოლს“ 2 ტურის შემდეგ 2 წაგება აქვს და ბოლო ადილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას სევილიელები საფრანგეთში, „ორლეანთან“ გამართავენ.
A ჯგუფი
ნიმბრუკი 2 0 177 147 30
ბუდიველნიკი 1 1 162 148 14
პრიენაი 1 1 142 156 -14
ჰაპოელი 0 2 141 171 -30
H ჯგუფი
ცრვენა ზვეზდა 2 0 188 166 22
ორლეანსი 1 1 161 168 -7
სასარი 1 1 162 172 -10
კახასოლი 0 2 177 182 -5