გიორგი ცინცაძემ კარიერის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი წინამძღოლობით კიევის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ბოლო წლების საუკეთსო გუნდი „აზოვმაში“ 90:70 გაანადგურა და სუპერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა. ქართველმა უკანახაზელმა 36 წუთში 22 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.
გიორგიმ 4–დან 4 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 7–დან 3 სამიანი და 11–დან 7 საჯარიმო მოაყოლა. ქართველი გამთამაშებელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მაღალი შედეგი გახლდათ. ქართველს მხარი კარგად აუბა უკრაინის ნაკრების ვეტერანმა წევრმა არტურ დროზდოვმა, რომელმაც 16 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.
კიეველებმა ამ გამარჯვებით სუპერლიგის ლიდერთა შორის ადგილი დაიბრუნეს. 8 მოგებითა და 3 მარცხით „ბუდიველნიკი“ მე–3 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 9 ნოემბერს ჩერკასკში „მავპის“ ეთამაშება.