პოლონეთის ჩემპიონატი
გიორგი ცინცაძე კარგ ფეხზე მივიდა პოლონურ „სოპოტში“. რაც ქართველი გამთამაშებელი შეიმატეს, ზედიზედ 6 თამაშია ეს გუნდი არ დამარცხებულა. სოპოტელებმა პოლონეთის მორიგ ტურში შინ „პოლონიას“ შეხვდნენ და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 66:60 იმარჯვეს.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმც მოედანზე გატარებულ 21 წუთში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ის თავის გუნდში 1 ქულებით ჩამორჩა ბომბარდირ მიხალ ჰლებოვიცკის, ხოლო მარგი ქმედების საერთო კოეციფიენტი საულიუს კუზმინსკასთან ერთად საუკეთესო ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 6 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამიანი არ უსვრია, ხოლო 4 საჯარიმოდან 3 გამოიყენა და შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. ამას გარდა ცინცაძე კარგად გაისარჯა ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოპოვებაში და მთლიანობაში 6 მოხსნა დააგროვა, რასაც 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა.
„სოპოტი“ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მე–4 ადგილზეა. თუკი ცინცაძის გუნდმა ეს ადგილი შეინარჩუნა, პლეი ოფის პირველ ტურში დასივენებს, რადგან 1–4 გუნდი მეოთხედფინალში ადგილს იბევებს, ხოლო 5–12 ადგილებზე გასული გუნდები 4 საუკეთესოს გამოავლენენ, რომლებიც განთესილ 4–ს მეოთხედფინალში დაუწყვილდება.
გერმანული ბუნდესლიგა
ბუნდესლიგში მოგებებს წაგება მოაყოლა გიორგი გამყრელიძის „მიტელდოიჩერმა“. ქართველი უკანახაზელის გუნდი შინ „ბრემენთან“ 69:82 დამარცხდა. გამყრელიძემ 22,21 წუთშ 3 ქულა და 2 პასი მიითვალა.
„მიტელდოიჩერი“ 14 მოგებითა და 13 მარცხით მე–10 ადგილზეა. პლეი ოფში კი 8 გუნდი გადის.
ადრიატიკის ლიგა
ისევ ტრავმირებულია ვლადიმერ ბოისა, რომელმაც უკვე მესამე მატჩი გამოტოვა. მისმა „ზადარმა“ კი როგორც იქნა გაიმარჯვა. ზადარელებმა ჩერნოგორიის „ბუდუჩნოსტს“ უმასპინძლეს და 83:78 დაამარცხეს.
„ზადარს“ 12 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და მე–6 ადგილზე იმყოფება, თუმც საპლეიოფო ზონაში, ანუ ოთხეულში შეღწევის შანსი პრაქტიკულად არ აქვს.