ცინცაძემ ადრიატიკის ლიგა 13 ქულით და გამარჯვებით გახსნა

ცინცაძემ ადრიატიკის ლიგა 13 ქულით და გამარჯვებით გახსნა

სეზონი გამარჯვებით გახსნა გიორგი ცინცაძის „სკოპიე აეროდრომმა“, რომელმაც ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში შინ ხორვატული „ზადარი“ 72:58 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 37:21 წუთი გაატარა. ცინცაძე მაკედონიურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ 13 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 9-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
სკოპიელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ცვეტკოვიჩი (16) და მარინკოვიჩიც (13) ასცდნენ, სათამაშო დრო კი ქართველ გამთამაშებელს ყველაზე მეტი ჰქონდა. ცინცაძის კლუბს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო მატჩი 12 ოქტომბერს ელის, როდესაც პოდგორიცაში ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტს” ესტუმრება.