ცინცაძემ ბუდიველნიკს გამარჯვებაში 5 ქულა და 7 პასი მიაშველა

ცინცაძემ ბუდიველნიკს გამარჯვებაში 5 ქულა და 7 პასი მიაშველა

მე-21 გამარჯვება 27-ე ტურში – გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის პირველობაზე მორიგი მატჩი მოიგო. კიეველთა მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდი – „გალიჩინა“ გახლდათ, რომელიც ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, „ბუდიველნიკმა“ ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და 30 ქულის სხვაობით, ანგარიშით 95:65 დაამარცხა.
 

 
გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ყოფნა 26,30 წუთით მოუწია. ქართველი გამთამაშებელი უფრო შეტევის ორგანიზებით გამოირჩეოდა, ვიდრე დაგვირგვინებით. ცინცაძემ 7-დან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 სამიანი ტყორცნიდან ასევე 1 მოათავსა გალიჩინელთა კალათში.
 
მოგროვებულ 5 ქულას ცინცაძემ 7 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. შედეგიანი გადაცემების მხრივ ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდში საუკეთესო იყო. რაც შეეხება ბომბარდირობას, ყველაზე მეტი – 15 ქულა ბუდიველნიკელთა ვეტერანმა ფორვარდმა არტურ დროზდოვმა მოაგროვა.
 
28 მოგებითა და 20 წაგებით „ბუდიველნიკი“ პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში, 10 თებერვალს, ცინცაძის გუნდი „გოვერლას“ უმასპინძლებს.