ცინცაძემ ლიბანში სეზონი დაასრულა

ცინცაძემ ლიბანში სეზონი დაასრულა

გიორგი ცინცაძემ სეზონი დაასრულა. ლიბანის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ქართველი ლეგიონერის “ჩემპვილმა” მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა ბეირუთში, “ალ რიადთან” 60:104 წააგო და პლეი ოფიდან გამოვარდა.
“ალ რიადმა” რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და “ჩემპვილს” რომმოუგებდა, მოსალოდნელი იყო. სერიის მესამე შეხვედრაში ცინცაძის გუნდს შანსი არ ჰქონია.
ქართველმა გამთამაშებელმა სეზონის ერთ-ერთი ცუდი შეხვედრა ჩაატარა. 28 წუთში ცინცაძემ 4 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 50დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 5 სამიანი კი ააცილა. ჩემპვილელთაგან საუკეთესო 18 ქულით ვლადან ვუკოსავლევიჩი იყო.