ცინცაძემ “ლიონ-ვილერბანთან” წაგებულ მატჩში 6 ქულა მიითვალა

ცინცაძემ “ლიონ-ვილერბანთან” წაგებულ მატჩში 6 ქულა მიითვალა

გიორგი ცინცაძის „რუანი“ საფრანგეთის ჩემპიონატში ისევ დამარცხდა. რუანელებმა „ლიონ-ვილერბანს“ უმასპინძლეს და უიმედო – 34-ქულიანი მარცხი განიცადეს – 65:99.
ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და 19 წუთში 6 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. ცინცაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძლებს 17 ქულით ამერიკელმა რონ ლუისმა ულიდერა, “ვილერბანის” მხრიდან კი საფრანგეთის ნაკრების წევრმა შარლ კაჰუდიმ გაიბწრყინა, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
5 მოგებითა და 16 წაგებით „რუანი“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ცინცაძის გუნდს 5 მარტს, გასვლაზე „დიჟონთან“ ელის.