ცინცაძეს 13 ქულისა შესაგროვებლად 15 წუთი დასჭირდა

ცინცაძეს 13 ქულისა შესაგროვებლად 15 წუთი დასჭირდა

გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკმა“ გუშინ ევროჩელენჯზე თამაში დაასრულა. დღეს კი ტარტუელებმა ესტონეთის ჩემპიონატში მიმდინარე წლის უკანასკნელი შეხვედრა ითამაშეს. ტარტუელებმა „ტარვასს“ უმასპინძლეს და საკმაოდ იოლადაც დაამარცხეს – 90:71.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მოედანზე 15 თუთზე ოდნავ მეტი გაატარა და თავისიანთა შორის ერთ–ერთი საუკეთესო გახლდათ. ცინცაძემ 7 ორქულიანიდან 5 ჩააგდო, რასაც 3–დან 1 სამიანიც მოაყოლა და მოედანი 13 ქულით დატოვა. გიორგი, რომლის ძირითადი მოვალეობა ბურთის გათმაშება და პასების ჩამორიგებაა, ამჯერად, როგორც ჩანს, მხოლოდ შეტევაზე იყო ორიენტირებული, რაკი საბოლოოდ მის ანგარიშზე შედეგიანი გადაცემა არ დაფიქსირებულა.
 
„როკისთვის“ ეს იყო მე–15 გამარჯვება მე–16 მატჩში და ეს გუნდი ესტონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.