ცინცაძის 12 ქულა და გამარჯვება საფრანგეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში

ცინცაძის 12 ქულა და გამარჯვება საფრანგეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში

გიორგი ცინცაძის შედეგიანი დებიუტი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში. ქართველი გამთამაშებლის გუნდი გრავლინმა პირველი ტურის მატჩში რუანს უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 89:67 დაამარცხა, რაშიც ცინცაძეს არცთუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გრავლინელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 16 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
ცინცაძე საკმაოდ მაღლი პროცენტულობით ესროდა: 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო. გამარჯვებულთაგან 19-19 ქულით ენდრიუ ალბისი და სტივ გრეი გამოირჩნენ, მარკუს დავის ანგარიშზე კი 18 დაგროვდა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, 6 ოქტომბერს გრავლინი სტუმრად ნანსის გაეჯიბრება.