ყატარის ჩემპიონატში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა გიორგი ცინცაძემ. ქართველების გუნდი “ალ შამალი” მეორე ტურის მატჩში “ალ რაიანს” შეხვდა და მეტოქე იოლად – 76:58 დაამარცხა. ცინცაძემ მოედანზე 35 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 10 ქულა, 14 პასი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა იყო.
გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ბერიშვილმა 36 წუთში 16 ქულა, 6 მოხსა და 1 პასი მიითვალა. მიხეილმა 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, პასივში კი 3 ჯარიმა ჰქონდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ალ შამალის ამერიკელი ლეგიონერი აარონ მიტჩელი გახდა, რომელმაც 40 წუთში 29 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ალ შამალმა ალ ხორს 111:72 სძლია. მაშინ ცინცაძემ 25 ქულა, 6 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა, ბერიშვილმა კი – 14 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა.
ქართველ ლეგიონერთა გუნდი ყატარის ჩემპიონატის ლიდერთა შორის იმყოფება, 17 დეკემბერს კი, სტუმრად, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ალ აჰლისთან დაპირისპირება ელის.