გიორგი ცინცაძის საუკეთესო მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში. „გრავლინის“ ქართველი ლეგიონერი მორიგი ტურის მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისმა გარჯამ დიუნკერკელებს ჩემპიონატის პირველი მარცხი ვერ აარიდა.
სასტარტო 2 გამარჯვების შემდეგ „გრავლინმა“ “შალონ-რეიმსს“ უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით – 82:90 დამარცხდა. ქართველი უნაკახაზელი ისევ სათადრიგო იყო, თუმცა ამჯერად მოედანზე მისთვის ჩემპიონატში სარეკორდო დროით – 21 წუთით გამოჩნდა და საკმაოდ შედეგიანიც იყო.
ქართველმა გამთამაშებელმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ცინცაძემ 14 ქულა დააგროვა, რასაც დიუნკერკელთაგან უმეტესი 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. საერთო ჯამში გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა და მხოლოდ 1 ერთეულით ჩამორჩა დიუნკერკელთაგან საუკეთესო შედეგის მქონე პაპე სის.
2 მოგებითა და 1 მარცხით „გრავლინი“ მე-4 ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 17 ოქტომბერს ცინცაძის გუნდი სტუმრად „ნანტერს“ შეხვდება.