ცინცაძის 17 ქულა და 7 პასი “ჩემპვილის” სადებიუტო მატჩში

გიორგი ცინცაძემ ლიბანურ „ჩემპვილში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ცოტა ხნის წინ უკრაინული „დონეცკიდან“ წამოსული ქართველი უკანახაზელის ლიბანური გუნდი 72:88 დამარცხდა, თავად ცინცაძეს კი ურიგოდ არ უთამაშია.
გიორგი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მთლიანობაში 30 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ „ჩემპვილს“ წინა სეზონში საქართველოს სუპერლიგაში მოასპარეზე „შსს-აკადემიას“ მწვრთნელი, ბერძენი გიორგის კეცელიდისი თავკაცობს. ცინცაძემ ბერძენ სპეციალისტს იმედი არ გაუცრუვა – 17 ქულასთან ერთად 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.
ცინცაძემ 5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. „ჩემპვილის რიგებში“ 29 ქულითა და 10 მოხსნით სერბი ლეგიონერი, წინა სეზონში ასევე უკრაინულ დონეცკში“ მოყოფი მლადან ვუკოსავლიევიჩის ანგარიშზეა.
3 მოგებითა და 6 მარცხით ჩემპვილელები 10-გუნდიან ლიბანურ ჩემპიონატში მე-7 ადგილზე არიან. 8 მარტს ცინცაძის გუნდი „ტადამონს“ უმასპინძლებს.