ცინცაძის 2 ქულა და გამარჯვება ნანტერში

ცინცაძის 2 ქულა და გამარჯვება ნანტერში

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი ცინცაძის „გრავლინმა“. დიუნკერკის გუნდი სტუმრად „ნანტერს“ შეხვდა და 20 ქულის სხვაობით – 76:56 გაანადგურა.
გამარჯვებაში მოკრძალებული წილი დაიდო ქართველმა უკანახაზელმა. ცინცაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა. ამ მცირე დროში გიორგიმ 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად ცინცაძემ 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გრავლინელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო მარკუს დავი, ცინცაძის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მყოფმა ენდრიუ ალბისიმ 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
3 მოგებითა და 1 მარცხით ცინცაძის გუნდი 18-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „გრავლინი“ 24 ოქტომბერს, სტუმრად „ლე მანთან“ გამართავს.