ცინცაძის 21 ქულა და გამარჯვება “ალ რიადთან”

ცინცაძის 21 ქულა და გამარჯვება “ალ რიადთან”

გიორგი ცინცაძისა და ვლადან ვუკოსავლიევიჩის წინამძღოლობით „ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში „ალ რიადი“ დაამარცხა და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
„ალ რიადიმა“ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალურ სერიაშიც ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა რეგულარულში მე-8-ზე გასულმა „ჩემპვილმა“ ბოლომდე იბრძოლა და დაუფასდა კიდეც. ცინცაძის გუნდმა 9 ქულის სხვაობით – 75:66 იმარჯვა.
ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და თავი 21 ქულას, 5 პასს, 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. ცინცაძემ 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო მაჩვენებელი მილოსავლიევიჩს ჰქონდა, რომელმაც 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა და გადამწყვეტ შეხვედრას 3 მაისს „ალ რიადი“, ბეირუთში უმასპინძლებს.