ცინცაძის 40 წუთი და 15 ქულა “ჩემპვილის” მარცხიან მატჩში

ცინცაძის 40 წუთი და 15 ქულა “ჩემპვილის” მარცხიან მატჩში

გიორგი ცინცაძის გუნდმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და მარცხი იწვნია. „ჩემპვილმა“ „ტადამონს“ უმასპინძლა და შეხვედრა 75:85 დათმო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა აღნიშნული მატჩი შეუცვლელად ითამაშა. 40 წუთში ცინცაძემ 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტით გუნდში მხოლოდ სერბ ვლადან ვუკოსავლევიჩს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 39 წუთშ 30 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
„ჩემპვილს“ 10 მატჩიდან 7 წაგება აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 11 მარტს, „ჩემპვილი“ ცხრილში მეზობელ „ჰომენეტმს“ სტუმრად ეთამაშება.