ცინცაძის 6 ქულა 7 წუთში

ცინცაძის 6 ქულა 7 წუთში

გიორგი ცინცაძის გუნდის მორიგი მარცხი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა „რუანმა“ მეორეადგილოსან „მონაკოს“ უმასპინძლა და 13 ქულის სხვაობით – 61:74 დამარცხდა.
ცინცაძე, რომელიც წინა მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა, „მონაკოსთან“ მხოლოდ 7 წუთი თამაშა. დროის კვალობაზე ცინცაძე საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. საბოლოოდ ცინცაძემ 6 ქულა და 2 ჩაჭრა დააგროვა. 14 ქულით რუანელთაგან საუკეთესო სულეიმან დიაბატე გახლდათ, ხოლო მონაკოელთაგან 13-13 ქულით ჯამალ შულერი და ადრიან უტერი გამოირჩნენ.
5 მოგებითა და 19 მარცხით „რუანი“ მე-17 ადგილზეა და დიდი ძალისხმევა მოუწევს, უმაღლესი ლიგიდან რომ არ გავარდეს. მომდევნო მატჩს „რუანი“ 26 მარტს სტუმრად „“ორლეანთან“ გამართავს.