ცინცაძის 7 ქულა 12 წუთში და სტუმრად ბრძოლაში წაგებული მატჩი

ცინცაძის 7 ქულა 12 წუთში და სტუმრად ბრძოლაში წაგებული მატჩი

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი ტურის მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის „გრავლინმა“. დიუნკერკელები სტუმრად „ლე მანს“ ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 69:73 წააგეს.
ქართველი გამთამაშებელი  სათადარიგო იყო და მოედანზე მისთვის საშუალოდ ქცეული – 12 წუთი ითამაშა.  მოედანზე ყოფნის მცირე დროის გათვალისწინებით ცინცაძე საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ცინცაძის ანგარიშზე საბოლოოდ 7 ქულა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. პასივში მას მხოლოდ 2 დაკარგვა ჰქონდა.
დიუნკერკელთაგან საუკეთესო შედეგი პაპე სიმ დააფიქსირა, რომელმაც 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი კი ენდრიუ დავი გახდა 12 ქულით. გამარჯვებულებს კი 18 ქულით თუაინ მაკკიმ ულიდერა.
3 მოგებითა და 2 მარცხით გრავლინი 18-გუნდიანი ლიგის შუაში – მე-9 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩში, 30 ოქტომბერს გრავლინი ცხრილში მეზობელ ორლეანს უმასპინძლებს.