ცინცაძის 8 ქულა 16 წუთში და დონეცკელთა იოლი გამარჯვება

ცინცაძის 8 ქულა 16 წუთში და დონეცკელთა იოლი გამარჯვება

უკრაინის ჩემპიონატში მორიგი, მე-3 მატჩი მოიგო და გიორგი ცინცაძის “დონეცკმა”. “მეშახტეებმა” ერთ-ერთ სუსტ გუნდს, “დნიპროს” უმასპინძლეს და 105:65 გაანადგურეს.
ქართველმა უკანხაზემა მხოლოდ 16 წუთი ითამაშა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და 8 ქულა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. დონეცკელთაგან 28 ქულით საუკეთესო მაქსიმ კორნიენკო გახდა.
3-დან 3 გამარჯვებით დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატს ლიდერობენ. ცინცაძის გუნდი ერთადერთია, რომელსაც წაგება არ განუცდია. მომდევნო შეხვედრას “მეშახტეები” 7 ნოემბერს, სტუმრად “მიკოლაევთან” გამართავენ.