ცინცაძის 9 ქულა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება უკრაინის ჩემპიონატში

ცინცაძის 9 ქულა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება უკრაინის ჩემპიონატში

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” უკრაინის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა. დონეცკელები ლვოვში “გალიჩინას” ესტუმრნენ და 38 ქულის სხვაობით გაანადგურეს – 89:61.
ქართველმა უკანახაზელმა 20 წუთს ითამაშა და თავი 9 ქულას, 3 პასს და 1 მოხსნა მოუყარა. ცინცაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ჯარიმაც მიიღო.
“დონეცკი” უკრაინის ჩმპიონატის მორიგ მატჩს 25 ნოემბერს, შინაურ არენაზე, “ბუდიველნიკთან” გამართავს.